ბათუმში აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

04 თებ 2025

აჭარის მთავრობის სახლთან მეექვსე დღეა მოქალაქეები ღამეს კარვებში ათენებენ. მათ პროტესტის ეს ფორმა მზია ამაღლობელისა და სხვა  დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს.

აქციის მონაწილეები თბილისში 2 თებერვალს თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე  განვითარებულ მოვლენებსაც აპროტესტებენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც ისინი მედიასთან აცხადებენ,  პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.