რუსეთის რეგიონებში უკრაინული დრონებით თავდასხმები განხორციელდა

05 თებ 2025

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად  რუსეთის სამხრეთში კრასნოდარის ოლქში ნავთობპროდუქტების რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.  

სოფელ ნოვომინსკაიაში ნავთობპროდუქტების რეზერვუარში გაჩენილ ხანძარს 20-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ამ დროისთვის იგი სრულად ლიკვიდირებულიაა.  

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მისი თავდასხმები რუსეთის მუდმივი დაბომბვის საპასუხოდ ხორციელდება და რუსეთის შიგნით მიზნად ისახავს  უკრაინაში რუსეთის  ომის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას.