05 თებ 2025
თურქეთში ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდების შედეგად ქვეყნის 21 პროვინციაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 164 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ მედიაში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი წერს.
მინისტრის განცხადებით, დაკავებულები თანამშრომლობდნენ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და აფინანსებდნენ მას.
რეიდების შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული პისტოლეტები, თოფები და უამრავი ციფრული მასალა.