დაკავება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 

06 თებ 2025

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე   დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სასაზღვრო სექტორ "კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარდა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან  საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.