მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

24 აპრ 2017

ბათუმში, 11-12 მარტს მომხდარი არეულობის გამო დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და  ირაკლი ჩხვირკიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს,

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ,  რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა სასამართლო დარბაზში, ირაკლი ჩხვირკიას განცხადებით კი ის მორიგი ტყვეა არსებული რეჟიმის.  "მორიგი ტყვე გახლავართ ივანიშვილის" - ამ სიტყვების ფონზე გაიყვანა სამართალდამცავებმა ჩხვირკია დარბაზიდან.