პროექტი “უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“ 

07 თებ 2025

პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ მესამე სეზონი დაიწყო. სასერტიფიკატო კურსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის   ორგანიზებულია.

უწყების ინფორმაციით 59 მონაწილე ერთი თვის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და წამყვანი ექსპერტებისგან მიიღებენ.

ასევე, შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებისა და მათზე რეაგირების წესებს.