ბრალის წარდგენა

07 თებ 2025

პროკურატურამ 22 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების  ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად  20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეებზე  გამოძიება გრძელდება.