საპროტესტო აქციები რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით

08 თებ 2025

პროტესტი სახელწოდებით "სლოვაკეთი ევროპაა" 50-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. პროტესტების ორგანიზატორები დემოკრატიული ღირებულებებისადმი საფრთხეზე მიანიშნებენ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ.
სლოვაკეთის გარდა პროტესტები ასევე მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქალაქში გრძელდება. ადგილობრივი მედიის თანახმად, პროტესტები დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდმა საფრთხეებმა და მოსკოვის გავლენამ გამოიწვია.