ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება - დონალდ ტრამპი

08 თებ 2025

ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შიგერუ იშიბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება, კიმ ჩენ ინთან. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „ეს იდეა იაპონიას მოსწონს, რადგან მათ კარგი ურთიერთობა არ აქვთ“.

იაპონიის პრემიერ-მინისტრ, შიგერუ იშიბას თქმით, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით იაპონია და აშშ ერთად იმუშავებენ.