დროებითი საგამოძიებო კომისია

09 თებ 2025

განხილვის თემაა პოლიტიკოსებში  საგამოძიებო კომისიის შექმნაც, რომელიც მუშაობას ხვალიდან  შეუდგება.  კვოტები ათ კაციან კომისიაში თითქმის გადანაწილებულია და ცნობილია საკითხიც რომელზეც კომისიის წევრები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ. საგამოძიებო კომისიაში ორი ფრაქცია იქნება: – „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

დროებითი საგამოძიებო კომისია 2003 წლიდან 2012 წლამდე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო სისტემური ხასიათის დანაშაულებს შეისწავლის და საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში შეფასების დოკუმენტს მოამზადებს.