ბათუმში, პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს

09 თებ 2025

შემთხვევა ბათუმში - ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, იგი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - ამ ეტაპზე, უცნობია.

დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება სსკ-ის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.