ანა ჯაფარიძის ოქრო თურქეთის ღია პირველობაზე 

10 თებ 2025

თურქეთში გამართულ ანტალიის ღია პირველობაზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარაათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს. პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის მედალოსანმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე კიდევ ორი პარატაეკვონდისტი - ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.