გოგონათა ჰოკეიში ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ჩეხეთი გახდა

11 თებ 2025

საქართველოში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა შორის ჰოკეის ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ჩეხეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ფინეთის ნაკრები 5:2 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა შორის ჰოკეიში შეჯიბრება მესამედ გაიმართა და სამივეჯერ ჩეხეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკეთმა შვედეთის ნაკრები დამატებით დროში 7:6 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიამ იტალიას 8:0 მოუგო.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჰოკეიში ვაჟებს შორის შეჯიბრება 12 თებერვალს დაიწყება.