ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები მიმოქცევაშია

11 თებ 2025

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები უკვე მიმოქცევაშია.

საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა ოთხმარკიანი ფურცელი, რომლის შეძენა საქართველოს ფოსტის ფილიალებშია ხელმისაწვდომი. 

თითოეული საფოსტო მარკის ნომინალია 1 ლარი, ტირაჟი კი 20,000 ცალია. მარკების დიზაინის ავტორია ბადრი ქობლიანიძე.