საზმაუში კონკურსი დასრულდა

25 აპრ 2017

საზოგადოებრი მაუწყებელში კონკურსი დასრულდა. ტელევიზიამ სულ 153 განაცხადი მიიღო.  პროექტები 5 მიმართულებით ჯამში 9 გადაცემაზე წარადგინეს.

კონკურსი 3 დან 25 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამარჯვებულ გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს. კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტებიც. აპლიკანტები, რომლებიც პირველ ტურს წარმატებით გადალახავენ, მაისის დასაწყისში, პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

მესამე ტური საპილოტე გადაცემის მომზადებას ითვალისწინებს. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში დასახელედებიან.