ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

12 თებ 2025

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ვაჟა ფშაველას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. 

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.