კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

12 თებ 2025

ბოლო მონაცემებით, კიევის ობოლონსკის რაიონში  რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.  

დილით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს  სარაკეტო დარტყმა მიაყენა. 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტები ესროლა.