საპროტესტო აქცია

12 თებ 2025

მზია ამაღლობელის და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაა უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბათუმში.

საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის შენობების მიმდებარედ პროტესტის მონაწილეები 76-ე დღესაც შეიკრიბნენ. ითქვა, რომ  უკანონო პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და არალეგიტიმური ხელისუფლება ხელახალი საპარლამენტო არჩევნებით უნდა შეიცვალოს.