ბელგიის დელეგაცია უმაღლეს საბჭოში

25 აპრ 2017

ბელგიის რეგიონის ვალონიის დელეგაციის წევრებს დღეს აჭარის  უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანი, აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობა, ასევე, ორმხრივი ჩარჩო-ხელშეკრულების  მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა. სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს   სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.  

აჭარას მალე ტურიზმის ბელგიელი ექსპერტებიც ეწვევიან, ასევე, დაიწყება მუშაობა ბელგიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების დანიშვნაზე.