ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის ომზე

14 თებ 2025

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი რუსეთ უკრაინის ომზე საუბრისას აცხადებს, რომ ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება არ იმუშავებს და ნებისმიერი გარიგებისთვის საჭირო არიან ევროპელები და უკრაინელები.

კალასი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრობა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც არსებობს.

ევროკომისრის თქმით,  თუ არ იქნება ნატო-ში წევრობა და იქნება უსაფრთხოების სხვა გარანტიები, მაშინ ყველამ უნდა უპასუხოს კითხვას, რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები რეალურად.