მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

14 თებ 2025

ხვალ კლინიკა ვივამედთან  სადაც მეათე დღეა  პატიმარი ჟურნალისტი  მზია ამაღლობელი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება სოლიდარობის აქცია გაიმართება. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას  უცვლელი და სტაბილურია - განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით,  ჟურნალისტს კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. ის 34-ე დღეა   შიმშილობს.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალს  რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელოდება, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.