ვინ აწვდის საკვებს მოსწავლეებს

25 აპრ 2017

სასადილოები სკოლებში და საკვები ობიექტები სკოლებთან ახლოს. ვინ ამოწმებს იმ პროდუქტების ვარგისიანობას, რითაც მოსწავლეები იკვებებიან? საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკვები ობიექტების შემოწმების ვალდებულება სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს, რომელიც გეგმიურ მონიტორინგს წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ ატარებს, თუმცა არ კონტროლდება ის ობიექტები, რომლებიც სკოლებთან ახლოს მაგალითად, ფუნთუშეულს ყიდიან.