მდუმარე აქცია რუსთაველის გამზირზე

17 თებ 2025

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მდუმარე აქცია გაიმართა თბილისშიც. პროტესტის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ, აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  საპროტესტო მარშით მივიდნენ.

აქციას მდუმარე მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილებიც.

მოთხოვნები უცვლელია -  ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.