ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

18 თებ 2025

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი 21 თებერვალს ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ანდორას უმასპინძლებს, „მიხეილ მესხი 2“-ზე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება, 25 თებერვალს კი გუნდი კვიპროსს ესტუმრება.

2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ანდორის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება. ჯგუფების გამარჯვებულები B ლიგის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება.