საქართველოში 19-21 თებერვალს მოსალოდნელია თოვლი - გარემო

18 თებ 2025

საქართველოში 19-21 თებერვალს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან - ძლიერი, მთაში და მაღალმთაში - ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საავტომობილო გზებზე - ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობაა მოსალოდნელი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. საფრთხის დონე საშუალო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.