26 აპრ 2017
ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრმა „იბერიამ“, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, მადრიდის ოფისის ფილიალი გახსნა. შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაც დაიგეგმა.
არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს და ესპანური ცეკვები შეასრულეს. ოფისის გახსნას ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებული ვიქტორ მურსია გარსონი ესწრება.