ჯოკოვიჩი დოჰას ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა

19 თებ 2025

ჩოგბურთში დოჰას ტურნირი დაიწყო, რომელშიც ტოპ ჩოგბურთელები მონაწილეობენ. ტურნირის პირველ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად ორ სეტში - 6:7; 2:6 დამარცხდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოლოს ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, თუმცა ტრამვის გამო ზვერევთან მატჩი ნაადრევად შეწყვიტა.

ამ დროისთვის ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ეი-ტი-პის რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.