2025 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

20 თებ 2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.2-პროცენტიანი მატება.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 3.8 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.