ცესკოს საინფორმაციო კამპანია

26 აპრ 2017

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის „ვესაუბრები ამომრჩევლებს” ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით,  საინფორმაციო ტიპის აქციები გაიმართება. საოლქო-საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოსახლეობას  თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაციის მიაწვდიან.  

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივის სლოგანიც შეარჩია: ”უფრო ახლოს”, რომელიც  ამომრჩევლებსა და ადმინისტრაციებს შორის  უშუალო კომუნიკაციას გულისხმობს.  უკვე განისაზღვრა შეხვედრების დრო და ადგილი:  კომისიების წარმომადგენლები მოსახლეობას 4 მაისს ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე  ”შინდისის გმირების” სახელობის სკვერში, 8 მაისს კი თამარის დასახლებაში   შეხვდებიან.

აქციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები  ჩაერთვებიან. მათ დღეს მოსახლეობას “ამომრჩევლის მოსაზრებათა ბარათები” იმის გასაგებად დაურიგეს, თუ რა ინფორმაციით ინტერესდებიან ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.