შსს-მ საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავა

21 თებ 2025

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

მათი ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.