ბათუმში უამინდობის გამო მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

21 თებ 2025

უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს

უწყების განმარტებით, უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. ამ ეტაპისთვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია.

"გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვის ღონისძიებები.

სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება როგორც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის წყალმომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოსული თოვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, შეიზღუდა შესვლა ბოტანიკურ ბაღში", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.