ძლიერი აფეთქება დამასკოს აეროპორტთან

26 აპრ 2017

ისრაელის სამხედრო ავიაციამ  დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე შიიტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეიარაღების საწყობი დაბომბა. ლიბანური ტელეარხის ალ-მანარის ინფორმაციით,  ავიაიერიშის შედეგად ძლიერი  ხანძარი გაჩნდა საწყობებში, სადაც საწვავი ინახებოდა. ავიაიერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.