ბათუმში უამინდობის გამო მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

24 თებ 2025

ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური თოვის შედეგად განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ - ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით  სამუშაოებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურების 500-მდე თანამშრომელია ჩართული. დაფიქსირდა 80-მდე ხე-მცენარის დაზიანება.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ამ ეტაპისთვის წყალი მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება.