პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

24 თებ 2025

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი: 2007 წელს დაბადებული ლ.ზ. და 2008 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს - 2006 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ტ.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.