დიდთოვლობა ქედაში

26 თებ 2025

დიდთოვლობაა ქედაში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს თოვლის საფარისგან, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მიმავალ, ასევე ბათუმი-ხულო-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გაწმენდას. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ გრძელდება თოვა.

სამუშაოებში სრულად არის ჩართული დეპარტამენტის სპეც.ტექნიკა და ადამიანური რესურსი.