თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები ბათუმის ბულვარში 

26 თებ 2025

ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.  ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ბათუმის ბულვარის დირექტორმა, მინისტრს ინფორმაცია  მიაწოდა. მისი განცხადებით უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადავიდა.

მობილური ჯგუფების მიერ ბილიკების გაწმენდა და დაზიანებული ხის ტოტების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

უხვ ნალექს ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.