დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა

26 თებ 2025

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

27 თებერვალი:

#802/801 თბილისი-ბათუმი;

#804/803 თბილისი-ბათუმი;

#870/869 თბილისი-ზუგდიდი;

#874-873 თბილისი -ფოთი;

#618/617 თბილისი-ბორჯომი;

#686/685 თბილისი-ბორჯომი;

"მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო"- აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.