აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება

26 თებ 2025

აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აჭარაში ბაღებსა და სკოლებში რამდენიმე დღეა სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი ძლიერი თოვაა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. 

გაცდენილი საათების ანაზღაურებას კი სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით, უქმე დღეებში უზრუნველყოფენ.