გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად იმყოფებიან მოხალისეები აჭარიდან

27 თებ 2025

გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად იმყოფებიან მოხალისეები აჭარიდან. მათ მოსახლეობას სხვადასხვა სოფელში პროდუქტები, ბავშვთა საკვები, ჰიგიენური საშუალებები,მედიკამენტები გადასცეს.

მოხალისეების ინფრომაციით, დახმარება გაუწიეს ნიგვზიანის, ჯურუყვეთის, ეწერის, აგარაკის, შრომას მცხოვრებლებს.

პროცესი დღესაც გაგრძელდება.