პრეტენზიები ქობულეთის გამგეობას

27 აპრ 2017

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციური ფრთა თამარ მეფის სანაპიროზე მშენებარე კანალიზაციის სისტემის ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს. მერაბ ცინცაბაძისთვის საეჭვო სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადების შემცირება გახდა. იგი ირწმუნება, რომ მასშტაბური სამუშაოები ხარისხიანად 5 თვის ნაცვლად  4 თვეში ვერ დასრულდებოდა.

ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ვადა თავიდანვე იყო განსაზღვრული,  დოკუმენტში ცვლილება კი  ბეჭდური ხარვეზის გამო დაფიქსირდა. ზაზა კაიკაციშვილი ხარისხთან დაკავშირებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.