იაპონიაში ტყის ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა

03 მარ 2025

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში  ტყის ხანძარია.  ადგილობრივმა მთავრობამ 4 ათას 600 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გამოსცა. ხანძარმა დაახლოებით 2 ათას 100 ჰექტარი მიწა გაანადგურა. 

ტყის ხანძარი 26 თებერვალს გაჩნდა,  ადგილობრივი პოლიცია და სახანძრო სამსახური მას შემდეგ იბრძვიან მის შესაჩერებლად.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.