პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ იქნებიან ჩართული

04 მარ 2025

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ იქნებიან ჩართული. ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის. პარლამენტს ინიციატივით "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" ერთობლივად მიმართა.

დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ  მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო  იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან.