მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

04 მარ 2025

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა.

ძებნა-შველის სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამართალდამცველების ეკიპაჟები იმყოფებიან.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.