ანტიტერორისტული ოპერაცია დაღესტანში

05 მარ 2025

რუსეთის ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფებმა დაღესტნის რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“  წევრებთან აფილირებული ოთხი ბოევიკი მოკლეს - ინფორმაციას  სააგენტო როიტერი რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ბოევიკები გეგმავდნენ თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ განყოფილებაზე-აცხადებენ რუსეთის  ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში. შემთხვევის ადგილზე და მის მახლობლად აღმოაჩინეს ყუმბარმტყორცნები, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები,  საბრძოლო მასალები და ტყვიამფრქვევები.

მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამართალდამცავების მხრიდან  მსხვერპლი არ არის.