გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ ჩელსისთან“ დამარცხდა 

07 მარ 2025

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ კონფერენს ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ინგლისელებმა ორი გოლი გაიტანეს.

თავი ჯეიმსმა და ფერნანდესმა გამოიჩინეს, რასაც პერეირამ ერთი გოლით უპასუხა. „კოპენჰაგენი“ „ჩელსისთან“ საპასუხო შეხვედრას 13 მარტს ლონდონში გამართავს.