უფასო სამედიცინო გამოკვლევები

28 აპრ 2017

დილიდან უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ტარდება, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. 12-13 მაისს უფრო ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.  

პაციენტებს თბილისიდან მოწვეული, სხვადასხვა  პროფილის ექიმები კონსულტაციებს გაუწევენ.  საჭიროების შემთხევაში მათ გამოკვლევებიც ჩაუტარდებათ.