07 მარ 2025
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ სტუმრად უმაღლეს ლიგაში აღზევებულ „გარეჯს“ დაუპირისპირდა. ზღვისპირელებმა დებიუტანტის დამარცხება ვერ მოახერხეს. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ეროვნულ ლიგაში შემდეგი ტური 9 მარტს ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩით დაიწყება, ხოლო დარჩენილი ოთხი მატჩი 10 მარტს გაიმართება.
„დინამო“ ბათუმი მესამე ტურში „გაგრას“ უმასპინძლებს.