საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს

08 მარ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

სამართალდამცველებმა ქალბატონებს თაიგულები მიართვეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალთა საერთაშორისო დღე ქალბატონებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიულოცეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.