რუსი სამხედროების მიერ დობროპილიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

09 მარ 2025

უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსი სამხედროების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე, ხოლო დაშავებულითა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.

რუსეთის ჯარებმა დობროპილიეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.