მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

09 მარ 2025

2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 

სესიის ფარგლებში მინისტრი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.

ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებებში.